მას შემდეგ, რაც ელჩი გაიწვიეს მქონდა კომუნიკაცია ჩემ უკრაინელ კოლეგასთან, განვიხილეთ ეს საკითხი და ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი გაკვირვება, იმ ფონზე, რა მხარდაჭერაც საქართველომ აღმოუჩინა უკრაინას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია
მისი თქმით, შესაძლოა, ემოციურ ფონზე და უკრაინის ხელისუფლებისადმი მიწოდებულ დამახინჯებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იყო მიღებული ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევის გადაწყვეტილება.
„საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი თვალსაჩინოა. თუნდაც ბოლო ორი რეზოლუცია, მანამდე გაკეთებული ძალიან მკაფიო განცხადებები და ჩვენი გადაწყვეტილება, რომ შევუერთდით და მხარი დავუჭირეთ ევროპის საბჭოდან რუსეთის წევრობის შეჩერების საკითხს, ჩვენი ძალიან მძლავრი გზავნილი იყო.
ამ ფონზე ჩვენი, საქართველოს ხელისუფლების და პირადად ჩემი გაკვირვება გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ, თუმცა ეს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, რომ არ არის ლოგიკური, იქიდან გამომდინარე რა ნაბიჯების გადადგა საქართველომ. გვესმის, რომ ომშია ეს ქვეყანა და შესაძლოა, ემოციურ ფონზე და უკრაინის ხელისუფლებისადმი მიწოდებულ დამახინჯებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში