LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 დღეში უკრაინაში ომს 28 ბავშვი ემსხვერპლა, დაჭრილია 60-ზე მეტი

85
kramatorski-ukraina-2022-03-02-17-49-22-004862-1024x683

ომის მიმდინარეობის 8 დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 28 ბავშვი გარდაიცვალა, 64 კი დაიჭრა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ცნობით, ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა მრჩეველმა – უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ბავშვთა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში დარია გერასიმჩუკმა.

ბავშვები კონფლიქტის ზონიდან – ფოტოისტორიები უკრაინიდან

„განადგურებულია სამშობიარო სახლები, საბავშვო ბაღები და სკოლები. ტერიტორიებზე, რომლებიც ალყაშია და სადაც ხორციელდება დაბომბვები, ამჟამად 1,5 მილიონი ბავშვი იმყოფება. მათ შორის არიან ობოლი და შშმ ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებელ დახმარებას,“- განაცხადა გერასიმჩუკმა.

უკრაინა სთხოვს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დაუყოვნებლივ შეუწყონ ხელი ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას.

 

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:  ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g