LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის მარაზმი! ჩვენ სერიოზული ხარვეზები გვაქვს“ – ქართული ლარი უფრო მეტად გაუფასურდა, ვიდრე უკრაინული გრივნა

150
k

„ქართული ლარი უფრო მეტად გაუფასურდა, ვიდრე უკრაინული გრივნა!”,- ამის შესახებ ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აცხადებს. მისივე განმარტებით, ლარი სწრაფად უფასურდება და ამაზე ხმასაც არავინ იღებს. თითქოს ხალხი მიაჩვიეს კიდეც, რომ ნებისმიერ რეგიონულ პროცესს ლარის მკვეთრი გაუფასურება უნდა მოჰყვეს და ამაში დამნაშავე არავინაა.

„ახლაც ხმას არავინ იღებს. მართლაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, უკრაინა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, ცხადია, ეს ჩვენს ვალუტაზეც უნდა ასახულიყო ამიტომ “ყველაფერი რიგზეა”. ლარის გაუფასურებაში მონეტარულ და ფისკალურ ხელისუფლებას “არც ბრალი მიუძღვის” და ამაზე მათ არც პასუხი უნდა მოვთხოვთ. ამ დროს, თავად უკრაინის ვალუტა ბოლო 2 კვირაში საშუალოდ 10%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, ხოლო ლარი იგივე პერიოდში, თითქმის 14%-ით. ანუ, ქვეყანაში, სადაც ომი მიდის და ყოველ ღამით ჭურვები აცვივათ თავზე, ვალუტა უფრო ნაკლებად გაუფასურდა, ვიდრე ჩვენთან. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთან უნდათ დაგვაჯერონ, რომ ჩვენი ვალუტის გაუფასურება უკრაინის ვალუტის გაუფასურებას მოჰყვა. რომელიც თავის მხრივ, ლარზე უფრო ნაკლებადაა გაუფასურებული!

ეს არის მარაზმი! ჩვენ სერიოზული ხარვეზები გვაქვს მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით! მონეტარულ პოლიტიკაში ჩვენ ვიმეორებთ ერთსა და იმავე შეცდომებს! ჩვენ გვაქვს ხარვეზები ფისკალურ პოლიტიკაში!

სანამ ამ ყველაფერზე არ დავფიქრდებით და მუდმივად საგარეო ფაქტორებისკენ გავიშვერთ ხელს, მუდამ ასეთ დღეში იქნება ლარიცა და ფასების დონეც!”, – ამბობს პაატა ბაირახტარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g