LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ომბუდსმენი – ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 38 ბავშვი გარდაიცვალა

232
A woman weeps after finding a friend, who also fled Ukraine, at the border crossing in Medyka, Poland, Saturday, March 5, 2022. The Russian military initiated a temporary cease-fire in two areas of Ukraine to allow civilians to evacuate, Russian state media reported Saturday, the first breakthrough in allowing people to escape the war. (AP Photo/Markus Schreiber)

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 6 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, უკრაინაში უკვე გარდაიცვალა 38 ბავშვი, 71 კი დაშავდა.

ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

„ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან ზუსტი ინფორმაციის მოპოვება გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ ქალაქ მარიუპოლში და ირპენში ჯერჯერობით, შეუძლებელია“,- განაცხადა დენისოვამ.

უკრაინის ომბუდსმენი ბოლო 24 საათში რუსეთის შეიარაღებული ძალების ბარბაროსული თავდასხმების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის შედეგად ბავშვები დაიღუპნენ. მისი თქმით, ქალაქ ბუჩაში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, რადგან შეუძლებელი იყო მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ხოლო კიევის ოლქის ქალაქ ირპინში რუსმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას, როდესაც ისინი ქალაქიდან ევაკუაციას ცდილობდნენ – შედეგად სულ მცირე ორი ბავშვი დაიღუპა.

„ქალაქ ირპენის გასასვლელში რუსეთის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო პირებს, როდესაც ისინი ქალაქიდან ევაკუაციას აპირებდნენ. სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ბავშვი. ერთი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

მისივე მონაცემებით, ხარკოვში 40 დღის ბავშვი, რომელსაც პნევმონია ჰქონდა, ხარკოვის ბომბსაფარში ყოფნისას გარდაიცვალა.

მისივე ინფორმაციით, გოსტომელი-ბუჩა-ირპენის მიმართულებაზე, საფარში ამ დროისთვის, 70 დაჭრილი ბავშვი იმყოფება, მაგრამ აგრესორის ჯარი მათთან ექიმებს არ უშვებს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g