უკრაინაში საბრძოლველად რუსეთი სირიელ მებრძოლებს ქირაობს, – ინფორმაციას Wall Street Journal ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყარო ოთხი ამერიკელი ოფიციალური პირია, ვისი ინფორმაციითაც, რუსეთი ბოლო დღეებში სირიელებს იმ იმედით ქირაობს, რომ ქალაქურ ბრძოლებში მათი გამოცდილება კიევის აღებაში დაეხმარებათ.
რუსებს იმედი აქვთ, რომ უკრაინის მთავრობის დამხობაში სირიელი მეომრების დახმარება გამოადგებათ.
Wall Street Journal-ის ცნობით, რუსეთი სირიელ მოხალისეებს უკრაინაში წასასვლელად 200-დან 300 აშშ დოლარამდე თანხას სთავაზობს.
ფოტო: businessinsider