LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ფოსტა“ ჰუმანიტარული დანიშნულების გზავნილებს უკრაინის მიმართულებით უფასოდ გზავნის

62
IMGL9429

„საქართველოს ფოსტა“ მიმდინარე კამპანიას აგრძელებს და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, ჰუმანიტარული დანიშნულების გზავნილებს უკრაინის მიმართულებით უფასოდ გზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჰუმანიტარული ამანათის გაგზავნის მიზნით, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრს საქართველოს მასშტაბით. აღნიშნულ ეტაპზე, ფიზიკური პირებისგან მიღებული და გაგზავნილია 600-მდე გზავნილი, რომლის მოცულობაც 4 ტონას შეადგენს.

„ასევე, ქართული კომპანიების სურვილითა და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, შეგროვდა 40 ტონა სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის, სასმელი და საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების ნივთები.

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შეგროვდა უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთი, რომლის პირველი ნაწილი გაიგზავნა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები