LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში დაკარგა

140
untitled

რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში დაკარგა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამდენივე დღეა, დასავლეთისგან ისმენენ დაპირებებს, რომ ცასთან დაკავშირებით დაეხმარებიან და თვითმფრინავებს გადასცემენ.

ზელენსკი: გვიწევს ავიტანოთ ის, რაც არც ერთ ევროპელ ერს უკვე 80 წელია არ უნახავს – სწორედ ჩვენს მიწაზე წყდება გახდება თუ არა ვინმე სხვა ევროპაში მსგავსი აგრესიის მსხვერპლი

„მეცამეტე დღეა ვიბრძვით. ოკუპანტებს ვანადგურებთ, სადაც შეგვიძლია, ყველგან. მაგრამ არის ცა, ასობით რუსული საკრუიზო რაკეტა. ოკუპანტების ასობით საბრძოლო თვითმფრინავი. ასობით ვერტმფრენი. დიახ, ჩვენ ვანადგურებთ. რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებითვე, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ტექნიკა.

“ეს ომი გადაიზრდება მსოფლიო ომში, ამიტომ უნდა შეჩერდეს ახლა” – რას ამბობს ზელენსკი რუსეთის 3 მოთხოვნაზე

„ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რაკეტები ტერორისთვის. ხუთას კილოგრამიანი ბომბები ჯერ კიდევ საკმარისად აქვთ, რომ ჩამოაგდონ ჩერნიგოვისა და კიევის თავზე, ოდესასა და ხარკოვზე, პოლტავასა და ჟიტომირზე, ათეულობით უკრაინის ქალაქზე, მილიონობით მშვიდობიან უკრაინელ მოქალაქეზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g