კიევში აფეთქებების ხმა ისმის, რამდენიმე ქალაქში საჰაერო განგაშია – ამის შესახებ BBC-ი უკრაინაში მყოფ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევის გარდა, სიგნალების ხმა ქვეყნის რამდენიმე სხვა ქალაქშიც ისმის, მათ შორის ჩერნიგოვში, ლუბნიში, პოლტავასა და ვასილკოვში.
შეგახსენებთ, განგაშის ხმა მოქალაქეებს პოტენციური საჰაერო თავდასხმების საფრთხის შესახებ ატყობინებს, რათა დაუყოვნებლივ ბუნკერებს შეაფარონ თავი.