LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადა: პესკოვი

160
1

დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გაფართოების შემდეგ, კრემლში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადა.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ამ მხრივ შესაბამის ზომებს მიიღებს.

“შეერთებულმა შტატებმა, რა თქმა უნდა, რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადა და ისინი აწარმოებენ ამ ომს”, – აღნიშნა პესკოვმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე – შესაძლებელია თუ არა ეს ომი რუსეთმა წააგოს, პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია გააკეთებს იმას, რაც მისთვის სასარგებლოა.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიზანი უკრაინაში პუტინის სტრატეგიული დამარცხებაა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს: ევროკომისიის პრეზიდენტი

აშშ-ის კონგრესმა უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად 13.6 მილიარდი დოლარის პაკეტი დაამტკიცა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

magti 5g