LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვას პრეზიდენტი: ვუყურებ რუს სამხედროებს და ვერ ვხედავ მოტივაციას, რისთვის უნდა იბრძოლონ – პუტინისთვის?

203
BeFunky-collage (25)

ლიეტუვის პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და რუსეთის აგრესიაზე საუბრობს.

როგორც გიტანას ნაუსედა Delfi-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, ვერ ხედავს რუსი სამხედროების მოტივაციას და ვერ ხვდება, თუ რისთვის უნდა იბრძოლონ მათ:

“ვუყურებ ამ ჯარისკაცებს და ვერ ვხედავ მოტივაციას, რისთვის უნდა იბრძოლონ – პუტინისთვის? ვინ არის მათთვის პუტინი? ისინი, რა თქმა უნდა, აგრესორის არმიის წევრები, აგრესორის ჯარისკაცები არიან.

როცა უკრაინელებს უყურებ, კარგად ხედავ, რომ ისინი საკუთარი მიწისთვის, ცოლ-შვილისთვის, ოჯახებისთვის და ბოლოს, მომავლისთვის იბრძვიან. მათ სამხედრო დისციპლინასა და საბრძოლო სულისკვეთებას ვერაფერს შეადარებ.

ძალიან ძნელია საუბარი, ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილზე. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო წარუმატებელი იქნება რუსეთისთვის, მით მეტი ზეწოლა იქნება თავად რუსეთში რუსული საზოგადოების, ოლიგარქების მხრიდან. მოქალაქეები მალე მიხვდებიან, რომ ისინი ვეღარ იქნებიან თავისუფლად დასავლეთში, პირიქით, ისინი იქნებიან იზოლირებულები და მიხვდებიან, რომ ჩიხში აღმოჩნდნენ და გაუგებარია, როგორ გამოვიდნენ იქიდან”, – ამბობს ნაუსედა.

ლიეტუვის პრეზიდენტი ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს არა ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა, არამედ უკრაინაში დანაკარგები შეაჩერებს.

მან ასევე ისაუბრა რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, დასავლეთის რეაქციასა და დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები