LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერაშენკო: რუსული სარდლობა უკრაინაში მოკლული ოკუპანტების ცხედრების ორმოებში დაწვას იწყებს

569
უკრეინ

უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ჩაპლინკაში, ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, 9 მარტს ხერსონსა და მიკოლაევში დაღუპული 50-მდე რუსი ჯარისკაცის ცხედარი ორმოში ჩაყარეს და დაწვეს.

“რუსული სარდლობა უკრაინაში მოკლული ოკუპანტების ცხედრების ორმოებში დაწვას იწყებს, ადგილობრივებმა ჰკითხეს, რატომ აკეთებენ ამას, მათ უთხრეს, რომ აკრძალულია ცხედრების რუსეთში გაგზავნა“ – წერს გერაშჩენკო თავის Telegram არხზე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დაღუპული სამხედროების ცხედრების განადგურების ბრძანება გასცა.

26 თებერვლით დათარიღებული შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსეი კრივორუჩკო.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით  ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g