უკრაინის საგანგებო სამსახურის განცხადებით, დნეპრის ნოვოკოდაცკის რაიონში 3 საჰაერო თავდასხმა იყო, გარდაცვლილია მინიმუმ 1 ადამინა. უწყების ინფორმაციით, თავდასხმა კერძო სახლებსა და საბავშვო ბაღებზე მოხდა, ასევე დაიწვა ორსართულიანი ფეხსაცმლის ქარხანა.
შემთხვევა დაახლოებით დილის 6:10 საათზე მოხდა. დაიბომბა საბავშვო ბაღი, საცხოვრებელი კოპრუსები და ფეხსაცმლის ქარხანა.
გავრცელებული ინფორმაციით, დნიპროს თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
დნიპროს გარდა, საჰაერო დაბომბვის ქვეშ მოექცა ქალაქი ლუცკი, რომელიც მდებარეობს უკრაინის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში.