LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოზუნგები საკმარისი არაა, როცა თანასწორობაზე ვსაუბრობთ – ხდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის სქესის ნიშნით დისკრიმინაცია

189

“ეს იყო მძიმე და ძალადობრივი, ქალი კანდიდატის მიმართ მიმართული კამპანია. მამაკაცმა კანდიდატებმა შეირცხვინეს თავი, არ ეყოთ არც ეთიკა, არც პოლიტიკური კულტურა, მათ ვერ იპოვეს სიტყვები ქართულ ენაში, რომელიც ძალიან მდიდარია, რომ ოპონირება გაეწიათ ლანძღვის გარეშე,” –  ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი საუბარი მიმდინაროებს თანასწორობის უფლებაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, ლოზუნგების და მოწოდებების ამარა არ დავჩეთ.

ეკა ბესელიას ჟურნალისტებმა თხოვეს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თუნდაც ერთი ფაქტი გაიხსენოს, დეპუტატმა ასეთი ვერ გაიხსენა და აღნიშნა, რომ დისკრიმინაცია, რომელიც ქალი კანდიდატის მიმართ მიმდინარეობს, მხოლოდ სქესის ნიშნით არ ხდება.

“სიძულვილის ენა, აგრესია და თავდასხმები, რომელიც უკავშირდებოდა არა პოლიტიკურ პოზიციას, არამედ მის კონკრეტულ გამონათქვამს, გრამატიკული კუთხით თუ … დისკრიმინაცია მხოლოდ სქესის ნიშნით არ არის. დისკრიმინაცია ხდებოდა ქალი კანდიდატის მიმართ. გადაავლეთ თვალი კამპანიის მიმდინარეობას და თუ თქვენ ასეთს ვერ აღმოაჩენთ, უბრალოდ გამაოცებთ, იმიტომ რომ მთელი ეს კამპანია მიდიოდა სიძულვილის ფონზე. ნუ დავრჩებით ლოზუნგების ამარა.

კითხვაზე, კაც კანდიდატს რომ გაეკთებინა მსგავსი განცხადებები, რეაქცია იქნებოდა თუ არა იგივე, რაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჰქონდათ, ბესელიამ განაცხადა, რომ “ლოზუგნები არ არის საკმარისი, როცა ვსაუბრობთ თანასწორობაზე.”

ამავე თემაზე დასკვნით შეხვედრაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც და საარჩევნო კამპანიას “სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ” უწოდა.

“ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს თავიდანვე შესთავაზა ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის წარმართვა. თუმცა, ოპონენტების პასუხი იყო სრულიად არაევროპული და არაევროპულთან ერთად, არაქართული. ევროპელობა და ქართველობა გულისხმობს საკუთარი და სხვისი ღირსების, სიმართლის, ქალის პატივისცემას. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით სრულიად უღირს კამპანიას, სიყალბეს, აგრესიასა და სიძულვილს ოპონენტების მხრიდან. მხოლოდ ძლიერ ქალბატონს, როგორიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, შეეძლო, ასეთი ღირსებით და მოთმინებით ეპასუხა მისი ოპონენტების მორალური სისუსტისთვის,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

magti 5g