რუსეთი აგრძელებს ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებასა და ქალაქებზე დარტყმებს. თუმცა, ჩვენ თავიდან ავაშენებთ თითოეულ ქუჩას ყველა ქალაქში – უკრაინელების თითოეულ სახლსა და ბინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ მიმართვისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს მოუწოდა დაიცვან უკრაინის მიწის თითოეული სანტიმეტრი. მისივე თქმით, დღეს უკრაინა, ისტორიაში ყველაზე მძიმე განსაცდელს გადის, რადგან იცავს ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნია.
“ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. გავიმარჯვებთ, მე ამის მჯერა.
ახლა, როდესაც ოკუპანტი ჩვენს მიწაზეა, მათ უნდა შევუტიოთ, როგორც შეგვიძლია, რათა დავიცვათ ქალაქები, დავიცვათ სოფლები, დავიცვათ ჩვენი მიწის თითოეული სანტიმეტრი და ჩვენი გულების ყოველი ნაწილი – ჩვენი უკრაინული გულის, ჩვენი უკრაინული სულის.
დაეხმარეთ ერთმანეთს! მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს! დაიცავით ქვეყანა! ერთად, ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას!”, –
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე