ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კანონპროექტის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში საომარი მდგომარეობის კიდევ 30 დღით – აპრილის ბოლომდე გახანგრძლივებას ითხოვს.