ცოტა ხნის წინ კიევში, სვიატოშინსკის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შემთხვევა უკრაინის დროით 15:03 საათზე მოხდა.
16-სართულიან კორპუსს ჭურვი მოხვდა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 48 ადამიანი გამოიყვანეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:
ოკუპანტებმა ხარკოვში კორპუსები დაბომბეს – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია