“უკრაინის ყველა მეგობარს კიევში ვეპატიჟები”, -ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
“აქ შეიძლება საშიში იყოს, იმიტომ რომ ჩვენი ცა ჯერაც არ არის დახურული რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან.
ჩვენი საჰაერო არსენალის გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერაც არ მიღებულა. არ მიგვიღია თვითმფრინავები. მაგრამ ყველა ადამიანის თვალები ახლა უკრაინის დედაქალაქისკენ, უკრაინელებისკენ არის მიმართული. ასე რომ, ვინც ჩვენთან დგას, მადლიერებას მიიღებს, არა მხოლოდ ჩვენს, არამედ სხვა ერების მადლიერებასაც”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, გუშინ, ზელენსკი კიევში ჩასულ სამი ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა.
უკრაინის მხარდასაჭარად უკრაინაში მატარებლით ჩავიდნენ სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშეი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე