LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ხალისიანი ფორმატი უფრო მინორულით შევცვალეთ და მთელი ჩემი შემოქმედება – პოეზია, კინო და თეატრალური როლები გავაერთიანეთ” – მურმან ჯინორია არტ-FM-ში

32
murmanjinoria

15 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მსახიობი მურმან ჯინორია სტუმრობდა, რომელმაც 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტზე ისაუბრა.

– ბატონო მურმან, საქველმოქმედო კონცერტით გადაწყვიტეთ 75 წლის იუბილეს და სცენაზე გატარებული 50 წლის აღნიშვნა. საინტერესოა, სად და როდის მოეწყობა თქვენი საღამო?

– იუბილეს კონცერტით აღნიშვნის იდეა ნიკა წულუკიძეს ეკუთვნის, რომელიც დიდი ხანია ქართულ თეატრზე, კინოზეა შეყვარებული და საოცრად ყურადღებიანი ადამიანია. თავიდან სიამოვნებით დავთანხმდი, თუმცა მერე ეს საზარელი ომი დაიწყო. მართალია, კონცერტი გადავდეთ, მაგრამ გაუქმება შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ ხალისიანი ფორმატი უფრო მინორულით შევცვალეთ და მთელი ჩემი შემოქმედება – პოეზია, კინო და თეატრალური როლები გავაერთიანეთ. კონცერტი, რომელიც 17 მარტს 7 საათზე გაიმართება ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მიეძღვნება, ვინც არა მხოლოდ საკუთარი სამშობლოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის იბრძვის თავგანწირვით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები