უკრაინელ ჯარისკაცებთან შეტაკების დროს რუსმა ოკუპანტებმა ბრძოლის ველი დატოვეს და მთელი აღჭურვილობა, იარაღი და ტექნიკა მიატოვეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბარია კარპატისპირეთის 128-ე სამთო ქვეით ბრიგადაზე.
რუსი აგრესორების უკან დახევის შედეგად უკრაინის მხარემ ნადავლის სახით მიიღო ბმპ 1, ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი ,,მტ 12″, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებისთვის ვარგისია, გარდა ამისა, სატვირთო მანქანა, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღით.