რუსულ აგრესიას უკრაინაში კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოკუპანტებმა კიევის ოლქში, სოფელი “ნოვი პეტრივცი” დაბომბეს.
“ტელეგრამში” გავრცელებული ინფორმაციით, დასახლებაზე თავდასხმისას გარდაიცვალა 2 წლის ბავშვი და დაშავდა 4 ადამიანი.
ინფორმაციას კიევის ოლქის ეროვნული პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი ადასტურებს.
