LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რამდენი ვიდეოც არ უნდა დამონტაჟდეს ნატოს სტრუქტურებში, სიმართლე მაინც გამომჟღავნდება – რუსეთი უკრაინის ქალაქებს არ ბომბავს”: ზახაროვა

2859
BeFunky-collage (9)

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსული შეიარაღებული ძალები არ ბომბავენ უკრაინის ქალაქებს და რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს –  ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში ვრცელდება ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები, სადაც ზახაროვას ამბობს, რომ უკრაინელებმა მარიუპოლში, თეატრის შენობა თავად დანაღმეს და შემდეგ ააფეთქეს.

ზახაროვა არწმუნებს რუსეთში მოსახლეობას, რომ კიევი მარიუპოლის თეატრის აფეთქების რუსეთზე გადაბრალებას ცდილობს.

ბუნებრივია, კიევის რეჟიმი ცდილობდა ეს დაებრალებინა რუსი სამხედროებისთვის, რომლებმაც, მათი აზრით, საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს თეატრის შენობაზე. რა თქმა უნდა, ეს სიცრუეა, რუსეთის შეიარაღებული ძალები ქალაქებს არ ბომბავს ” – განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას განცხადებით, რამდენი ვიდეოც არ უნდა დამონტაჟდეს ნატოს სტრუქტურებში, სიმართლე მაინც გამომჟღავნდება.

“რამდენი ვიდეოც არ უნდა დამონტაჟდეს ნატოს სტრუქტურებში, რამდენი ვიდეოკლიპი და გაყალბებული ფოტოც არ უნდა გაავრცელონ, სიმართლე მაინც გამომჟღავნდება.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს”, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.