LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ერთად მივდივართ სტრატეგიული მიზნისკენ – ევროკომისიის შეფასება ჩვენს განაცხადზე უახლოეს რამდენიმე თვეში მომზადდება

79
ზელენსკი და ურსულა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ვონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ ევროკომისიის შეფასება უკრაინის გაწევრიანების განაცხადდთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე თვეში მომზადდება.

„არსებითი საუბარი მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ევროკომისიის შეფასება ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადზე რამდენიმე თვეში მომზადდება. უკრაინის მთავრობისთვის და ევროკომისიისთვის ინსტრუქციები მიცემულია. ერთად მივდივართ ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ“, — წერს ზელენსკი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

magti 5g