უკრაინული მედიის ინფორმაციით, შვეიცარია მზად არის, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების შუამავლობა გასწიოს. როგორც შვეიცარიის პრეზიდენტი, იგნაციო კასისი აცხადებს, „შვეიცარია ნეიტრალიტეტს ჰუმანიტარულ ტრადიციებთან აერთიანებს“.
„ეს არის პატარა ქვეყანა თავისუფლებისადმი მტკიცე ერთგულებით. ის მზადაა, იყოს შუამავალი კულისებში ან აწარმოოს მოლაპარაკებები“, – განაცხადა იგნაციო კასისმა.
შვეიცარიის პრეზიდენტი ჰუმანიტარული დერეფნების დაუყოვნებლივი გახსნის მოწოდებით გამოვიდა და გამოთქვა იმედი, რომ მის ქვეყანას შეუძლია დახმარება, აღადგინოს, რაც იქნება განადგურებული, როდესაც ამისი შესაფერისი დრო იქნება.
„ჩვენ უკრაინას პატივს ვცემთ და იმედი გვაქვს, რომ იარაღები მალე გაჩუმდება“, – აღნიშნა შვეიცარიის პრეზიდენტმა.