LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ბიზნესმენი რუსეთიდან, რომელმაც 16 მლნ ლარად „მიხაილოვის“ ყოფილი საავადმყოფო შეიძინა

658
ipiccy_image

თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე „მიხაილოვის” ყოფილი საავადმყოფო და მის გარშემო არსებული მიწა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონის შედეგად, კომპანია „ჰანსმა“ შეიძინა, რომლის მფლობელიც რუსი ბიზნესმენი შალვა ბრეუსია.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორმა ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, საგამოფენო სივრცეები და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე 60 და 60 ა ნომრებში მდებარე უძრავი ქონება 16 020 000 ლარად გაიყიდა. რაც შეეხება მის ამჟამინდელ მფლობელს, ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, შალვა ბრეუსი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. ბრეუსი 1998-1999 წლებში რუსეთის კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის ალექსანდრ ლებედის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლის იანვრამდე – რუსეთის ფედერაციის ქონებრივი ურთიერთობის მინისტრის მოადგილე. 2003 წლიდან ცელულოზის კომბინატ “ვოლგას” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა, შემდგომ კი მისი მესაკუთრეც გახდა.

აღსანიშნავია, რომ შალვა ბრეუსი საქართველოში 2021 წლიდან ფლობს კომპანია “ჰანნს”, ასევე მის საკუთრებაშია წილები კომპანიებში: ნაგობერი 1, ნაგობერი 2, და ნაგობერი 3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g