უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს გაიმართა.
ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.
როგორც უკრაინული დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ განაცხადა, მოლაპარაკებები კვლავ ონლაინფორმატში, საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
არახამიას თქმითვე, სამუშაო ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ:
“შეხვედრა ონლაინრეჟიმში გაიმართა. ოფიციალური დელეგაციის შეხვედრა 10:30 საათიდან 12:00 საათამდე გაგრძელდა, ამის შემდეგ კი სამუშაო ჯგუფების მუშაობა კვლავ გაგრძელდა. დღეს მთელი დღე ვმუშაობთ”, – აცხადებს არახამია.
ამ დროისთვის მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში