LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობას განვიხილავთ – პრემიერი

65
ჩვენ გადავედით აქტიურ ფაზაში ამერიკელ კოლეგებთან და განვიხილავთ თემას თავისუფალ ვაჭრობაზე,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.  მისივე თქმით, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის.
“28 კონგრესმენმა დაგვიჭირა მხარი, რომ დავაჩქაროთ ბიზნეს ინციატივის განხილვისთვის. ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკეკნ, ასევე ეკონომიკური გაძლიერებისკენ.
ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და მიზანია საქართველო უნდა გავხადოთ ეკონომიკური ცენტრი რეგიონისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები