LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის კიდევ ერთი წარმატება: 300-ზე მეტი აეროპორტის გაერთიანების წევრი გახდა

78
ipiccy_image

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტი (DAQCP) წარმატებით გაიარა და იმ 300-ზე მეტი აეროპორტის გაერთიანების წევრი გახდა, ვისაც მსგავსი აუდიტი აქვს გავლილი.

რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავების მოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავება IATA-ს სტანდარტების სრული დაცვით ხდება და საჰაერო ხომალდები ოპერირებას მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების დროსაც, შეუფერხებლად შეძლებენ.

DAQCP არის საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) აუდიტების შემადგენელი ნაწილი. საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ხარისხის კონტროლის აუდიტის (DAQCP) მთავარი მიზანია თვითმფრინავების ოპერირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმდა, როგორც მოყინვის საწინააღმდეგო ტექნიკა და სითხეები, ასევე სახელმძღვანელოები, პროცედურები და მომსახურე პერსონალის კვალიფიკაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g