LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუჟნიკის“ კონცერტის დიჯეი რუსეთის სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომელი აღმოჩნდა

332
putini

მოსკოვში „ლუჟნიკის“ მოედანზე გამართული კონცერტი, რომელიც ყირიმის ანექსიის რვა წლისთავს მიეძღვნა, სიურპრიზებით აღმოჩნდა სავსე. ჯერ პუტინის გამოსვლა ოლეგ გაზმანოვის კადრებმა გადაფარა, რამაც გაამყარა ეჭვი, რომ თავად პუტინი კონცერტზე არ იმყოფებოდა. შემდეგ კი, ხმა გამოსვლისას გაეთიშა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას.

ამჯერად „რადიო თავისუფლების“ რუსულმა ბიურომ გამოარკვია, რომ კონცერტზე მდგომი დიჯეი არა მუსიკოსი, არამედ რეალურად რუსეთის სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახურის პრეზიდენტის პოლკის თანამშრომელია. მისი სახელია ალექსანდრე პოპოვი და ის ვოლგოგრადის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლად ირიცხება. ეს უკანასკნელი სამხედრო საავიაციო ტექნიკის მწარმოებელი უზარმაზარი კომპლექსია. სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ პოპოვს ჰყავს ტყუპისცალი ძმა, რომელიც ასევე პუტინის სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომელია.

მოსკოვში, „ლუჟნიკის“ სტადიონზე, ყირიმის ანექსიის მერვე წლისთავს გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავენ – კონცერტზე პუტინი სიტყვით გამოდის

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g