რუსეთის არმიამ კიევში ობოლონის რაიონი დაბომბა. თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საჰაერო თავდასხმისას ცეცხლი წაეკიდა სატვირთო ავტომობილს და განადგურდა ორი შენობა.
,,დარტყმა ობოლონზე: ცეცხლი გაუჩნდა ორ შენობას და ერთ სატვირთო მანქანას, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა. ერთი რაკეტა ჩამოვარდა მდინარე დნიპროში, არავინ დაშავებულა”, – ამის შესახებ კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, კიევში, 72 მაღალსართულიანი შენობა, 6 კერძო სახლი, 11 სკოლა და 5 საბავშვო ბაღი დაზიანდა 27 დღის განმავლობაში.
Putin's army shelled the #Obolon district in #Kyiv
Two buildings and a truck caught fire.
The fire was put out for two hours. Information about victims and casualties is being clarified. pic.twitter.com/ug6eoqTJMf
— NEXTA (@nexta_tv) March 22, 2022