LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

106

ზუგდიდის ყოფილ მერს და მის მოადგილეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ლაშა გოგია და გია გულორდავა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პირველ ნოემბერს დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა — 21 500 აშშ დოლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g