LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის სახალხო დამცველი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, დაიღუპა 121 და დაშავდა 160-ზე მეტი ბავშვი

140
ბავშვები უკრაინაში

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას მიერ დღეს, 23 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან დაიღუპა 121 და დაშავდა 160-ზე მეტი ბავშვი.

თავდასხმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოზე – დაღუპულია 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.

პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები