LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლის კადრების გამოქვეყნების გამო, ჟურნალისტის წინააღმდეგ რუსეთში საქმე აღიძრა

139
რუსი ჟურნალისტი - ალექსანდ ნავზოროვი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსი ჟურნალისტის, ტელეწამყვანის, პუბლიცისტის, დოკუმენტური ფილმების რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის ალექსანდრ ნევზოროვის წინააღმდეგ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

რუსული მედიის ცნობით, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის იმ მუხლით, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს.

კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ 4 მარტს განიხილა და იმავე დღესვე დაამტკიცა.

კანონდარღვევის შემთხვევაში კი, რუსეთის მოქალაქე 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

გამომძიებლების თქმით, 9 მარტს ნევზოროვმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე (19 მარტს YouTube არხზე გამოაქვეყნა „განზრახ ცრუ ინფორმაცია მარიუპოლში სამშობიაროს განზრახ დაბომბვის შესახებ.“)

ჯერ კიდევ 14 მარტს, რუსეთში პარტია „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატმა ხამზაევმა ნევზოროვის პუბლიკაციებს ექსტრემისტული უწოდა და პროკურატურას მოუწოდა შეამოწმოს მისი საქმიანობა.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, რუსეთის სასამართლომ Facebook-ი და Instagram-ი „ექსტრემიზმის“გამო აკრძალა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში