LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვატყობინებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი სახელით “კვლევა” ტარდება – ISFED

66

“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, მოქალაქეებისგან იღებენ ცნობებს, რომ ადამიანებს ორგანიზაციის სახელით უცნობი პირები უკავშირდებიან და ეკითხებიან, ვის მისცეს/აძლევენ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, რომ მსგავს კვლევას არ ახორციელებს. შესაბამისად, აღნიშნულ სატელეფონო ზარებს “სამართლიან არჩევნებთან” საერთო არაფერი აქვს.

“როგორც ჩვენი გვერდის მომხმარებლები გვატყობინებენ, დაუდგენელი პირები მათ ტელეფონზე ”საერთაშორისო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების” სახელით უკავშირდებიან, რათა ”ანონიმური კვლევის ფარგლებში” გამოჰკითხონ ინფორმაცია კონკრეტული ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობისა და სავარაუდო არჩევანის შესახებ როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში.

გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი ტიპის კვლევას ჩვენი ორგანიზაცია არ ახორციელებს. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ ჩვენი სახელი მათთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. რეალურად მათ არაფერი აქვთ საერთო ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან”.

თუ ფლობთ ინფორმაციას მსგავსი ფაქტების შესახებ, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ჩვენს Facebook გვერდზე პირადი შეტყობინების სახით”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში.

https://www.facebook.com/isfed.official/photos/a.316485881712940/2275217965839712/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g