პუტინის მთავარი პროპაგანდისტი მომღერალი, ოლეგ გაზმანოვი, „ლუჟნიკის“ სტადიონზე გამოსვლის შემდეგ, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მასზე დასავლური მედიაც კი წერდა, რადგან ტექსტი მისი სიმღერიდან, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ამჯერად გაზმანოვი ჩივის, რომ მას აგრესიული ხალხის ჯგუფი აბულინგებს და ამის გამო, იძულებულია დროებით სოციალური ქსელებიდან გაქრეს, ასევე გამოცვალოს ტელეფონის ნომერი.
„ამ ურთულეს პერიოდში, როცა ასე მაბულინგებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი ერთგული გულშემატკივრების გვერდში დგომა“, – წერს 70 წლის მომღერალი.
7-ზე ტუალეტი, 13-ზე კიევის აღება, 18-ზე გაზმანოვის კონცერტი – რა დოკუმენტს ასაჯაროებს რუსული მედია
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსი მომღერლის, ოლეგ გაზმანოვის დაუსწრებლად დაკავების ორდერი გასცა