LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელი იანვრიდან დამსაქმებლებს ახალი ვალდებულება ექნებათ

134

შრომის უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონის მიხედვით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ განაცხადა.

ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის, ბიზნესგაერთიანებისა, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები და სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრის მიზანს უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის საკითხების დეტალური განხილვა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო დაზღვევის პაკეტის მინიმალურ ოდენობასა და შესაძლო ლიმიტებს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

ბიზნესგაერთიანებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g