LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერაშჩენკო: პუტინისგან მკაცრი საყვედურის შემდეგ, შოიგუს ინფარქტი დაემართა 

443
შოიგუ და პუტინი

„რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საჯარო სივრცეში გაუჩინარების მიზეზი გულის შეტევა გახდა“, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო „ტელეგრამის“ არხზე წერს.

„შოიგუს ინფარქტი აქვს, ამიტომ ის საზოგადოებაში მარტის შუა რიცხვებიდან არ გამოჩენილა.“ – წერს გერაშჩენკო.

მისი თქმით, შოიგუს გულის შეტევა უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო, ვლადიმერ პუტინისგან მკაცრი საყვედურის მიღების შემდეგ დაემართა და რეაბილიტაციის კურსს ბირდენკოს სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები