საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 658 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, ხოლო 3 478 პირი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 836 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 527 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 309 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,88%, ბოლო 14 დღის – 4,7%, ბოლო 7 დღის – 3,63%-ია.
დღიურად აცრილია – 1 648.