LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუგანსკში უკრაინელი ტელეოპერატორი დაიღუპა

83
ყურ

ლუგანსკის ოლქში საომარი მოქმედებების დროს უკრაინელი ოპერატორი და ფოტოგრაფი იური ოლეინიკი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Telegram არხზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, 39 წლის ოლეინიკი „24 канал“-ისა და ZAXID.NET-ის თანამშრომელი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ოლეინიკი 23 მარტს აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპა.

ცნობისთვის, The Insider ცნობით, ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომს უკვე 12 ჟურნალისტი ემსხვერპლა, დაშავდა 10 ჟურნალისტი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში