LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტები საქართველოში ჯავშნებს აუქმებენ – მიზეზი ომია

555
_107538383_054841722-1

„ფაქტობრივად, ყველაფერი გაუქმდა და ერთი წელი სრული სტაგნაცია იქნება“, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია BeMICE DMC-ის დირექტორმა ვიკა შარიამ, გადაცემაში “საქმიანი დილა” განაცხადა. მან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რის წინაშეც ტურიზმის სექტორი აღმოჩნდა. მისი ინფორმაციით, ტურისტები საქართველოში ჯავშნებს აუქმებენ.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების თქმით, საქართველოში გაუქმებული ჯავშნების 80% უკრაინაზე, პოლონეთსა და ევროპის დანარჩენ ქვეყნებზე მოდის, რასაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებენ.

„ისედაც მძიმე მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ არ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ ვიქცევით, ან რაზე შევაჩეროთ ყურადღება. ამ თემაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან ინფორმაციაც გამოვითხოვე და ვკითხე, თუ რომელ ბაზრებზე ფიქრობდნენ ახლა რეფოკუსირებას. პასუხად მივიღე, რომ “ვაგრძელებთ მუშაობას ისრაელის ბაზარზე და გვაქვს მოლაპარაკება ბალტიისპირეთის ქვეყნების საელჩოებთან”, – აღნიშნა ვიკა შარიამ გადაცემაში “საქმიანი დილა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g