უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით განახორციელეს კონტრშეტევა გარკვეულ რაიონებში, გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის 17 საჰაერო სამიზნე.
მათივე ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ შეუტია რუსი დამპყრობლების სამხედრო ტექნიკას და ცოცხალ ძალას.
„თავდაცვის ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. ყველა მათგანში უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით აკავებენ მტერს, ზოგიერთი მიმართულებით ჩვენი ჯარები ახორციელებენ წარმატებულ კონტრშეტევებს“, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.