LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 1-ელ აპრილს განახლდება

98
264854831_0_0_3627_2040_1920x0_80_0_0_f4982726b41661504c7f044da9a5193f

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 1-ელ აპრილს განახლდება.

ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში გაიმართება.

„თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ ახლა საჭიროა ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა. რუსულმა დელეგაციამ განაცხადა, რომ მანამდე საჭიროა უფრო შეთანხმებული ხელშეკრულების პროექტი. იმედი ვიქონიოთ, რომ ქვეყნების პრეზიდენტები შეხვდებიან. ამავდროულად, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ასეთი შეხვედრა არ შედგეს რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე,“- აღნიშნა დავით არახამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g