რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს.
მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ.
დაღუპულის ჩამოსვენებას ისინი მუხლმოდრეკილი და სანთლებით ხელში დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები.
სამშობლოში ჩამოსვენებამდე დავით გობეჯიშვილს უკრაინაში ქართველი თანამებრძოლები და სამოქალაქო პირები გამოემშვიდობნენ.
ფოტოებს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს.
ქართველ მებრძოლს, დღეს 12:00 საათზე, ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ, საიდანაც საღამოს, ტყიბულში გადაასვენებენ. დაღუპულ მებრძოლს კვირას, ტყიბულშივე დაკრძალავენ.