LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვინტაჟური ფეხსაცმელი და დახვეწილი იმიჯი – ანჯელინა ჯოლის იტალიური ვოიაჟი წვიმის ფონზე

366
page

სულ მალე, იტალიაში ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით, ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, „სისხლის გარეშე“ გადაღებები დაიწყება. კინოსურათს იტალიელი მწერლის, ალესანდრო ბარიკოს ბესტსელერის მიხედვით იღებენ.

 

46 წლის მსახიობი და რეჟისორი, ანჯელინა ჯოლი უკვე იტალიაში ჩაფრინდა. ის პაპარაცებმა ქუჩაში გადაიღეს. წვიმიანმა ამინდმა ჯოლის არ შეუშალა ხელი, საოცარ ფორმაში გამოჩენილიყო. მას შალის, სხეულზე მომდგარი კაბა, შავი პალტო და ყავისფერი, ვინტაჟური ფეხსაცმელი ამშვენებდა.

ფოტო: ჯოლისთვის უკვე გაზაფხულია – ანჯელინა კაბა-მოსაცმელში ბრწყინავს

ფოტო: ანჯელინა ჯოლი და შაილო პიტი – ვარსკვლავური დედა-შვილის საოცარი გამოჩენა მზიან კალიფორნიაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები