LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარაგების კონტროლი Optimo-ს საშუალებით

176
FORTUNA. 715 X 460-01

თუ ფლობთ მაღაზიას – არ აქვს მნიშვნელობა რისი იქნება ის – სურსათის, ტანსაცმლის, ტექნიკის, ავტონაწილების, სამკაულის, ან გაქვთ კაფეტერია თუ სხვა ტიპის კვების ობიექტი, უკვე გეცოდინებათ, რამხელა დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება მარაგების აღრიცხვას. ესაა საკმაოდ შრომატევადი საქმე, სადაც უნებლიეთ დაშვებული ერთი შეცდომაც კი, სერიოზულად აზიანებს და უკან ხევს ბიზნესს.

მსგავსი არასასიამოვნო ფაქტების თავიდან ასაცილებლად, საუკეთესო გამოსავალია optimo – მაღაზიის პროგრამა, რომელსაც შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს თქვენს ბიზნესს და გაუმარტივოს საქმე არამარტო ბიზნესის მფლობელს, არამედ მომუშავე გუნდსაც.

რა არის ოპტიმო?

ოპტიმო – გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამაა, რომელიც ეხმარება ბიზნესის მფლობელს და მენეჯერს მართოს ბიზნესი სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აკონტროლოს მარაგები, აღრიცხოს შემოსავლები, იხილოს სტატისტიკები და ანალიტიკა, დააკორექტიროს RS-ზე ატვირთული ზედნადებები. იგი ერთ სივრცეში უყრის თავს ძირითად ინფორმაციებს, გამოირჩევა მარტივი და მოსახერხებელი ფუნქციონალით, მუდმივად განახლებისა და დახვეწის პროცესშია, რითაც აძლევს საშუალებას ბიზნესს, მუდმივად მიუწვდებოდეს ხელი თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

მარაგების კონტროლი optimo-ს საშუალებით არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ სწორად დააბანდოთ ფული, შეისყიდოთ ის პროდუქტები, რაც ნამდვილად გჭირდებათ და არა ისინი, რომელსაც რეალიზაცია უჭირს და საწყობში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს.

მაღაზიის პროგრამა იძლევა ინფორმაციას როგორც შესყიდვებზე, ასევე გაყიდვებზე. ბიზნესის მფლობელს, ან მენეჯერს შეუძლია ნებისმიერ მომენტში ნახოს, დღის რომელი მონაკვეთია ყველაზე აქტიური მისი ობიექტისთვის, რომელია ბესტსელერი პროდუქტები და შეკვეთები ამის მიხედვით დაგეგმოს.

ოპტიმო მარტივი ფუნქციონალით გამოირჩევა, მას აქვს ორი სივრცე – ერთი მენეჯერებისთვის, მეორე – მოლარეებისთვის. არცერთი მათგანი არ მოითხოვს რაიმე სპეციალურ ცოდნას. პროგრამის გამართვისთანავე, თქვენ გეყოლებათ პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი, რომელიც შეგასწავლით პროგრამის გამოყენებას და დაგეხმარებათ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში.

აღსანიშნავია, რომ ოპტიმო არის Cloud-based პროგრამა, რაც იძლევა ბიზნესის დისტანციურად მართვის შესაძლებლობას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ ადევნოთ თვალი თქვენს ობიექტზე განვითარებულ მოვლენებს ისე, თითქოს ადგილზე იყოთ და არა რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით. თუ გსურთ, გამოცადოთ ოპტიმო საკუთარ ბიზნესზე, გეძლევათ საშუალება 14 დღის გამავლობაში სრულიად უფასოდ დატესტოთ პროგრამა, შემდეგ კი თვეში სულ რაღაც 40 ლარად მიიღებთ ყველა იმ სარგებელს, რასაც მაღაზიის პროგრამა გთავაზობთ.

ეწვიეთ optimo.ge -ს ისარგებლეთ მაღაზიის პროგრამით და აკონტროლეთ მარაგები მარტივად.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g