LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობა გადაიდო: წითელი ჯვარი

119
Untitled design (5)

უკრაინის ერთ-ერთი ცხელი წერტილიდან, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობა გადაიდო. 

ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს და აცხადებს, რომ წითელი ჯვრის კოლონა, რომელიც ალყაში მოქცეული ქალაქისკენ მიემართებოდა, უკან შემობრუნდა, რადგან მისიის შესრულება შეუძლებელი გახდა.

მთავარი მიზეზი კვლავ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობაა.

“გუნდი კვლავ შეეცდება შაბათს, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გავლას მარიუპოლიდან”, – აღნიშნულია კომიტეტის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ კოლონა დაბრუნდა ზაპოროჟიეში მას შემდეგ, რაც არსებულმა პირობებმა შეუძლებელი გახადა შეთანხმების გაგრძელება.

ICRC-ის წარმომადგენელმა პარასკევს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაცია დამტკიცებული იყო როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მიერ, მაგრამ ძირითადი დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება, როგორიცაა ზუსტი დრო და მარშრუტები.

“სიტუაცია საშინელი და გაუარესებულია”, – აცხადებს ICRC-ს სპიკერი ევან უოტსონი.

ICRC მიმართავს ყველა მხარეს, პატივი სცენ შეთანხმებებს ევაკუაციის მომდევნო მცდელობის დროს და უზრუნველყონ აუცილებელი პირობები და უსაფრთხოების გარანტიები.

კომიტეტის მერის თქმითვე, წითელი ჯვრის სამი მანქანიდან შემდგარი გუნდი, რომელშიც ცხრა თანამშრომელი იმყოფებოდა, მიზნად ისახავდა 54 უკრაინული ავტობუსისგან შემდგარი კოლონის და რამდენიმე კერძო მანქანის გაყვანას ქალაქიდან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g