რომის პაპი, შესაძლოა, უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდეს. როგორც Reuters წერს, რომიდან მალტაში მიმავალ პაპ ფრანცისკემ ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავდა თუ არა კიევში ჩასვლაზე უკრაინული მხარის შეთავაზებას, თქვა, რომ ეს საკითხი განიხილება.
პაპ ფრანცისკეს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
ცნობისთვის, რომის პაპი კიევში უკრაინის პრეზიდენტმა, კიევის მერმა და ვატიკანში უკრაინის ელჩმა მიიწვიეს.