LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინას სჭირდება სამი რამ: იარაღი, იარაღი და კიდევ იარაღი – ანჯეი დუდა

102
1440x810_379740

კრიმინალებს უნდა ეწოდოს კრიმინალები, სასამართლოს წინაშე წარდგნენ და დაისაჯონ, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა „ტვიტერში“ წერს.

“ბუჩას სურათები ადასტურებს მცდარობას, რომ ნებისმიერ ფასად უნდა ვეძიოთ კომპრომისი. სინამდვილეში, უკრაინის დამცველებს უპირველეს ყოვლისა სამი რამ სჭირდებათ: იარაღი, იარაღი და კიდევ იარაღი,“- წერს დუდა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა კადრები ქალაქ ბუჩადან, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძრა. ქალაქში, საიდანაც რუსულმა ჯარმა უკან დაიხია ქუჩები ცხედრებით არის სავსე. ჩანს დაცხრილული მშვიდობიანი, უიარაღო ადამიანები. დაღუპულთა ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული და ნაწამები იყო.

მოლდოვა, უკრაინაში დაღუპული ადამიანების გამო, გლოვის დღეს აცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები