LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Latin American Music Awards-ის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია

72

”ტელემუნდომ” ლათინოამერიკული მუსიკის დაჯილდოების ნომინანტები და ის შემსრულებლები დაასახელა, რომლებიც ცერემონიალზე იმღერებენ.

ესპანურენოვანი სატელევიზიო ქსელის ინფორმაციით, სცენაზე ისეთ ვარსკვლავებს ვიხილავთ, როგორებიც: Cardi B, Becky G, CNCO, Alvaro Soler-ი, Banda MS de Sergio Lizarraga, Christian Nodal-ი, Flo Rida, Leslie Grace, Ludacris-ი, Pitbull-ი, Prince Royce-ი და Tini არიან.

ნომინანტთა სიას, 9-9 ნომინაციით Ozuna და J Balvin-ი  ლიდერობენ.

21 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებისთვის კი  ერთმანეთს: Bad Bunny, Daddy Yankee, Luis Fonsi, Maluma, Nicky Jam-ი, Shakira, Jennifer Lopez-ი და სხვები დაუპირისპირდებიან.

Latin American Music Awards ლოს ანჯელესში 25 ოქტომბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები