ანსამბლი „თეატრალურის კვარტეტი“ 10 აპრილს საკუთარ მსმენელს შეხვდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი რესტორან „ოტიუმში“ წარდგებნა და საკუთარ ტრადიციულ პროგრამას შეასრულებს, თუმცა ამჯერად განსხვავებული ის იქნება, რომ ისინი აუდიტორიის წინაშე ბენდის მუსიკალური თანხლებით წარდგებიან. ბენდის შემადგენლობაში არიან ცნობილი მუსიკოსები: დავით მაზანაშვილი, ნოდარ ექვთიმიშვილი, გია სალაღიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ანსამბლის წევრები ცდილობენ, მუსიკალურ ბენდთან ერთად გამართონ საღამოები. ეს კონცერტი ბევრად ადრე უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო „თეატრალურის კვარტეტმა“ ის აპრილისთვის გადაიტანა.