LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: თუ ხვალ შემოგვთავაზებენ ნატოში გაწევრიანებას, ისე, რომ ჩვენი სიცოცხლით არ ითამაშონ – ჩვენ შევუერთდებით

421
Untitled design (1)

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ქვეყანას “ხვალ ნატოში გაწევრიანებას შესთავაზებენ”, უკრაინა შეუერთდება, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი აქვე აღნიშნავს, რომ “ეს სამწუხაროდ არ მოხდება”. 

Pravda-ს ინფორმაციით, ზელენსკიმ ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც გამოცემა წერს, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანება უკრაინისთვის მნიშვნელოვანია:

“ნატოში გაწევრიანება? ჩვენ მზად ვართ, ხვალვე შევუერთდეთ. თუნდაც რუსეთის ერთ-ერთი პირობა იყოს (ნატოზე უარის თქმა), ჩვენ ამას არ ვმალავთ.

ეს ვუთხარი ნატოს გენერალურ მდივანს და სხვა ლიდერებს. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა იმისთვის, რომ გვეშინოდეს იმის თქმა, რასაც ვფიქრობთ.

თუ ხვალ შემოგვთავაზებენ ნატოში გაწევრიანებას, სერიოზულად – ისე, რომ ჩვენი სიცოცხლით არ ითამაშონ – ჩვენ შევუერთდებით. მაგრამ ეს არ მოხდება, სამწუხაროდ. ასე რომ, ჩვენ შევქმნით ჩვენს უსაფრთხოების გარანტიებს, რომელმაც ჩვენი დაცვა უნდა შეძლოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან მოლაპარაკებების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის, რაც ბუჩაში მოხდა, გენოციდია.

“ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გენოციდი, რომ ისინი უნდა დაისაჯონ ყველაფრისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g